აუქციონზე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სპორტქარი გაიყიდება, მოდელის ასაკი არც მეტი არც ნაკლები 117 წელია. 1907 წლის ავტომობილი Itala 120 HP 15 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და სავარაუდო ფასი 2-3 მილიონი დოლარი იქნება. აუქციონის სახლი RM Sotheby’s კოლექციონერებს საშუალებას მისცემს, რომ შეიძინონ მანქანა რომელიც ევროპული რბოლების რეკორდსმენია. ორგანიზატორთა თქმით, 117 წლის ავტომობილი დიდი ძრავით, ჯერ ისევ დადის. ამასთან, მასში დამონტაჟებული ყველა აგრეგატი ორიგინალია. რარიტეტი დიდი ხნის განმავლობაში ერთ ოჯახს ეკუთვნოდა.
მიუხედავად 117 წლიანი ისტორიისა და რბოლებში აქტიური მონაწილეობისა, Itala-მ ორიგინალი ძრავა, გადაცემათა კოლოფი და ბევრი სხვა კომპონენტი შეინარჩუნა. ბოლო სარემონტო სამუშაოების შემდეგ ავტომობილს დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია.