ელექტროქარები საავტომობილო სფეროს მთავარ ტენდენციად რჩება: გასაკვირიც არ არის, რომ ახალი მოდელები ამ სეგმენტში თითქმის ყოველ დღე გამოდის.
ჩვენს გალერეაში თავმოყრილია ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული პრემიერები ლეგენდარული თუ ნაკლებად ცნობილი მწარმოებლებისგან, თანაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ „მწვანე“ ავტომობილთა შორისაა კომპაქტური და დიდი კროსოვერები, სედანები, სპორტული კუპეები და სხვა გამორჩეული ქმნილებები.
ზოგიერთი მოდელი გასაყიდად უკვე გამოვიდა, სხვები კი საბაზრო დებიუტისთვის ემზადებიან, არიან ისეთებიც, რომლებიც კონცეპტის სტატუსს ატარებენ და სერიაში ადრე თუ გვიან ჩაეშვებიან.