LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ამერიკელებს საშობაოდ მილიონ დოლარიან Cadillac-ს სთავაზობენ

120
cadillac

ნახეთ სადღესასწაულო Cadillac Celestiq, რომლის ღირებულებაც მილიონი დოლარია. შთამბეჭდავი ფასის მქონე ლიფტბეკი ამერიკული უნივერსამის Neiman Marcus-ის ტრადიციული საჩუქრების სიის სათავეში მოექცა. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ექსკლუზიური Carmen არც ერთ სხვა მოდელს არ ჰგავს. მას ხელით ააწყობენ და მყიდველს საშუალება მიეცემა რომ ამ პროცესში თავადაც მიიღოს მონაწილეობა : დეტროიტში მგზავრობა მანქანის ღირებულებაშია გათვალისწინებული.

Cadillac განსაკუთრებულ Celestiq-ის შესახებ ბევრ დეტალს არ ასაჯაროებს. ლიფტბეკს „ჭკვიანი“ მინის სახურავი ექნება და შიგნით იქნება რამდენიმე ეკრანიც.

ისევე როგორც „ჩვეულებრივი“ Celestiq, Carmen-იც ორძრავიანი აგრეგატით დაკომპლექტდება და საერთო ჯამში 608 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები