LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: არნოლდ შვარცენეგერის ყველგანმავალი ახალ პატრონს ეძებს

176
ყველგანმავალი

იყიდება ყველგანმავალი Unimog, რომელიც ცნობილ მსახიობს არნოლდ შვარცენეგერს ეკუთვნის და პანელზე მისი ავტოგრაფიც ამშვენებს. ამერიკელი კინო მსახიობი თავისი პერსონაჟების სტილს რეალურ ცხოვრებაშიც ინარჩუნებს და მხოლოდ ყველაზე აგრესიულ ავტომობილებს ირჩევს. ექს-გუბერნატორის ავტო ფარეხში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებაა სატვირთო Unimog , რომელმაც ვარსკვლავური მეპატრონისთვის ექსკლუზიური ვიზუალი მიიღო. ამიერიდან კი ავტომობილი ახალ მფლობელს ეძებს.

1977 წლის მოდელი 2012 წელს განაახლეს. კომპანია MErex-მა მას ტყავის სალონი, გარე მეთვალყურეობის კამერები და აუდიოსისტემა Blaupunkt დაუმატა.

Unimog ტექნიკურად 320 ძალის, 6,4 ლიტრის მოცულობის ძრავითაა დაკომპლექტებული და 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები