LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Audi-მა უჩვეულო კონცეფცია წარმოადგინა

108
Audi-მა უჩვეულო კონცეფცია წარმოადგინა

შოუქარი Concept C წარმოადგენს იმას, თუ როგორი იქნება ახალი Audi. მისი მაგალითით გერმანულმა ბრენდმა ის მიმართულება წარმოაჩინა, რომელშიც მისი დიზაინერული ხედვა განვითარდება. Concept C – ეს არის როდსტერი მყარი დაკეცილი სახურავით და ელექტრო ძალოვანი დანადგარით, რომელიც სერიულ მოდელად გარდაიქმნება. ორკარიანი მოდელი  მილანში წარადგინეს და ასევე წაიღებენ IAA გამოფენაზე მიუნხენში, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება.

Concept C მოწოდებულია, აჩვენოს სრულიად ახალი „Audi-ის საფირმო სახე“, რომელიც შთაგონებულია 1936 წლის საბრძოლო მანქანით Auto Union Type C და A6-ის მესამე თაობით. მას აქვს გამოკვეთილი საბურავის თაღები, უკანა მინა საერთოდ გააქრეს და მის ნაცვლად კამერა დაამონტაჟეს.

 „რადიკალური სიმარტივე“, რომელიც Audi-ის ახალი დიზაინერული მიდგომის საფუძველია, იგრძნობა სალონშიც, რომლის ფერთა გამაც ასევე ტიტანით არის შთაგონებული. ცენტრში დამონტაჟებულია 10,4 დიუმიანი მედია სისტემის ეკრანი, რომელიც შესაძლებელია დაიკეცოს და დაიმალოს, როცა საჭირო არ არის. დაპირების მიხედვით, Audi-მ უარი არ თქვა ფიზიკურ გადამრთველებზე – ისინი ალუმინისგან არის დამზადებული. ტყავის ნაცვლად, ეკოლოგიის სასარგებლოდ გამოყენებულია ქსოვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები