აუქციონზე უელსის პრინცის Land Rover Defender-ს გაყიდიან. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, სამეფო ყველგანმავალს აუქციონის სახლი Iconic მიხედავს. ავტომობილი რამდენიმე განსხვავებული გადაწყვეტილებითაა გამორჩეული, რაც მეფის მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას ემსახურებოდა. ამასთან, სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ეპოვათ ვერც ერთი ფოტო, სადაც მონარქი ყველგანმავლის გვერდით იქნებოდა აღბეჭდილი.
1978 წლის Land Rover სამეფო რეზიდენციაში 2010 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ამას ადასტურებს პრინცის მძღოლისთვის დაწერილი წერილი, რომელიც ამ დრომდეა შემონახული. გარდა ამისა, არსებობს სხვა ოფიციალური დოკუმენტებიც, რომელიც აზუსტებს რომ ლოტი ნამდვილად სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა.
მოდელი ყველა სავარძლის გათბობის სისტემით ასევე ფანჯრების გათბობის სისტემითაა აღჭურვილი. ფოტოებიდან იმის გარკვევაც შეიძლება, რომ ავტომობილი კარგადაა მოხმარებული და მის საბოლოო ღირებულებას აუქციონის სახლის წარმომადგენლები ვაჭრობის დაწყების წინ დააზუსტებენ.







