ეს ავტომობილები რიგით მომხმარებლებს ალბათ ზედმეტად არარეალურად და უჩვეულოდ მოეჩვენებათ, რადგან შაბლონური მოდელებისგან ძალიან განსხვავდება. ეს მოდელები როგორც წესი, შავი ფერის არ არის, მოდური დიზაინერული დეტალები არ აქვს და ქალაქებშიც ვერ დომინანტობენ.
ზოგადად, ამ ყველგანმავლებს კენგურუები, ვომბატები და კოალები თუ ხედავენ. ეს არა Toyota Land Cruiser, არამედ ნამდვილი კოგნიტიური დისონანსია.
სალონში საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც საწოლი, სამზარეულოს კუთხე, სასადილო მაგიდა და აბაზანაა განთავსებული. კემპერი ენერგიას მზისგან იღებს და ამიტომ საკმაოდ ეკოლოგიურად ითვლება.