LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში მოპარული ყოველი მეოთხე ავტომობილი Toyota Land Cruiser-ია

110
იაპონიაში მოპარული ყოველი მეოთხე ავტომობილი Toyota Land Cruiser-ია

Toyota Land Cruiser იაპონელი გამტაცებლების საყვარელი ავტომობილია. 2024 წლის შეჯამებით მოდელი ყველაზე ხშირად გატაცებულ ავტომობილთა შორის ქვეყანაში ლიდერია. მხოლოდ ერთ წელში იაპონელ ავტომფლობელებს 688 ასეთი ყველგანმავალი მოჰპარეს და ეს თითქმის ორჯერ უფრო მეტია ვიდრე 2023 წლის მაჩვენებელი, როცა გატაცების 383 შემთხვევა დაფიქსირდა. სადაზღვევოებს მოჰყავთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იაპონიაში მოპარული ყოველი მეოთხე ავტომობილი სწორედ Toyota Land Cruiser-ია.

ეს ყველაფერი არაა და რეიტინგში პირველ სამეულში Toyota-ს კიდევ 2 მოდელი მოხვდა, ესაა – Alphard და Prius. მეოთხე და მეხუთე ადგილებს Lexus LX და RX იკავებენ, მათ შემდეგ მეექვსე ადგილს სედანი Crown იკავებს, მეშვიდე და მერვე პოზიციებზე მინივენი Hiace და Velfire, მეცხრეზე Lexus LX გადანაწილდნენ. და ბოლოს, ლიდერთა ათეულს Toyota Voxy ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები