Bentley-იმ ფლორიდაში საცხოვრებელი ცათამბჯენის Bentley Residences-ის პენტჰაუზის პროექტი წარმოადგინა. ორსართულიანი საცხოვრებელი ბინა აღჭურვილია იქნება ავტომობილისთვის განკუთვნილი ლიფტით, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს, სახლში პირდაპირ საკუთარი Bentley-თ შევიდეს.
პენტჰაუზის ღირებულება 37.5 მილიონი დოლარიდან იწყება და ბინის პერსონალიზაციისთვის დამატებითი ფასიანი ფუნქციების დამატებაცაა შესაძლებელია.
ფეშენებელური საცხოვრებელი 228-მეტრიანი ცათამბჯენის 61-ე სართულზე განთავსდება. ფორმალურად, ეს ერთი სართულია, თუმცა 7-მეტრიანი ჭერის სიმაღლის გამო ინტერიერი ორ დონედაა დაყოფილი.
დიზაინის ვარიაციები შეირჩევა Bentley-ს მოდელების მიხედვით: Bacalar, Arnage, Bentayga და Azure. ყველა შემთხვევაში, ბინა მოიცავს:
4 საძინებელს, 7 სველ წერტილს, სამუშაო კაბინეტს, გასართობ ზონას, შიდა და ღია აუზებს, დიდი ტერასას, საზაფხულო სამზარეულოს.
Bentley ამ პროექტით უერთდება იმ ბრენდებს, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნიან — მაგალითად, მაიამიში თავის პროექტს ააგებს Pagani-ც.






