ავტო სახლები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება: მსგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ხშირად იქმნება. მხოლოდ ამ წლის დასაწყისში ამ სეგმენტის რამდენიმე საინტერესო მოდელის დებიუტი შედგა.
ამ მოდელების ბაზად ორი ლეგენდარული მიკრო ავტობუსი და იტალიური სუპერ კროსოვერი იქცა. ახალი კემპერები ერთმანეთისგან მოცულობით, კომფორტის დონით და ღირებულებით განსხვავდებიან. თუმცა, თითოეული მათგანი გამოდგება ცივილიზაციისგან მოშორებით ავტონომიური ცხოვრებისთვის.