LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გიგანტური ბორბლებიანი სახლი, რომელშიც ორ ავტომობილზე გათვლილი ფარეხიცაა

128
ბორბლებიანი-სახლი

ჯორჯიას შტატში იყიდება ბორბლებიანი სახლი Haulmark Freightliner, რომელსაც 2 ავტომობილზე გათვლილი ფარეხი მოჰყვება. ფურგონში მისაღები, სასადილო ზონა, სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტია განთავსებული. ავტომობილის გარბენი 104 607 კილომეტრია და ფასი კი 425 000 დოლარი.

ბორბლებიანი სახლი 11 მეტრის სიგრძის ტრაილერის ბაზაზეა აგებული. ფარეხში ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო ყველა ინსტრუმენტი და კონდიციონერია განთავსებული.

უჩვეულო სახლი მაცივრით, ღუმელით, ცხელი წყლის სისტემით, ტელევიზორით და სამი კონდიციონერითაა აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები