LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორადი ბორბლებიანი ავტოსახლი 1,1 მილიონ დოლარად იყიდება – ფოტო

914
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ამერიკულმა კომპანიამ EarthRoamer-მა გასაყიდად გამოიტანა 2023 წლის ექსპედიციური ავტოსახლი XV-SX, რომელიც Chevrolet Silverado 6500HD-ის პლატფორმაზეა აგებული. დაახლოებით 13 000 კილომეტრის გარბენის მქონე ავტომობილის ფასი 1,1 მილიონი დოლარია – თანხა, რომლითაც კოლორადოში დიდი კერძო სახლის შეძენაც არის შესაძლებელი.

ავტოსახლი აღჭურვილია 6,6 ლიტრიანი Duramax V8 ტურბოდიზელით, რომელიც 350 ცხენის ძალასა და 950 ნმ მაბრუნებელ მომენტს ავითარებს. ძრავა 6 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს, ხოლო საწვავის ავზის მოცულობა 378 ლიტრია.

რთული რელიეფისთვის XV-SX-ს აქვს 43 დუიმიანი ყველგანმავალი საბურავები, პნევმოსაკიდრის მოდერნიზებული სისტემა, ჩაშენებული ჰაერის კომპრესორი და ორი მძლავრი საბუქსირე – წინა და უკანა მხარეს, თითოეული 7,5 ტონამდე გამწევი ძალით.

საცხოვრებელი მოდულის ინტერიერში გამოყენებულია ხის ავეჯი და ტყავის მოპირკეთება. შიგნით განთავსებულია დიდი საძინებელი კაბინის ზემოთ, სასადილო სივრცე, რომელიც დამატებით საწოლად გარდაიქმნება, ასევე დამოუკიდებელი სააბაზანო საშხაპითა და ტუალეტით.

სამზარეულო აღჭურვილია ინდუქციური ქურით, ნიჟარით, მიკროტალღური ღუმელით, მაცივრითა და ღვინის მაცივრით. დამატებით ავტოსახლში არის სარეცხისა და საშრობი მანქანა, აუდიოსისტემა, ორი ტელევიზორი და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი.

ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს 18 კვტ⋅სთ მოცულობის ლითიუმ-იონური აკუმულატორი და სახურავზე დამონტაჟებული 1,6 კილოვატიანი მზის პანელები, რაც ავტოსახლს ელექტროენერგიით ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამოუკიდებლად ამარაგებს.