ჩინური ბაზრის მთავარ გმირებად უკვე იქცნენ ადგილობრივი ავტო მწარმოებლები: მათ სიახლეებს, რომელიც გუანჩჟოუს ავტოსალონზე ჰქონდათ წარმოდგენილი, სხვა რეპორტაჟები უკვე მივუძღვენით. თუმცა, უცხოური ბრენდები, რომლებიც ჩინეთში ისევ ცდილობენ ფეხის მოკიდებას, კვლავ აქტიურები არიან.
Audi, BMW, Toyota და Nissan მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიათაგან, რომლებმაც მთელი რიგი საინტერესო სიახლეები წარადგინეს – ძირითადად საუბარი სერიულ ავტომობილებზეა.
საინტერესო სიახლეებს შეგიძლიათ ჩვენს გალერეაში გადაავლოთ თვალი.