ნამდვილი სამხედრო ტექნიკის პირადი მოხმარებისთვის შეძენა არც თუ ისე მარტივია, თუმცა როგორც გაირკვა „ტანკისტობა“ ბევრ ადამიანს სურს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ სტანდარტულ ავტომობილებს ექსტრემალური უგზოობისთვის გათვლილ ტრანსპორტად გადააქცევენ ხოლმე.
ასეთ ექსპერიმენტებში მონაწილეობენ ყველანაირი მანქანები – კროსოვერები, ელექტრომობილები, ლიმუზინები, სუპერქარები და როდსტერები. თანაც, ამდაგვარ პროექტებს ზოგჯერ არა ენთუზიასტები ან ეპატაჟური ტუნინგ-ატელიეები, არამედ თავად ავტომწარმოებლები ქმნიან.
ჩვენს გალერეაში გავაერთიანეთ „ტანკები“, რომელიც სტანდარტული ავტომობილებისგანაა შექმნილი.