2000-2005 წლებში გამოსული სპორტქარი Ferrari 360 ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილია, რომლის შეძენაც მეორად ბაზარზე შედარებით ბიუჯეტურადაა შესაძლებელი. PistonHeads-ის აუქციონზე სწორედ ასეთი ეგზემპლარი გამოჩნდა, რომლის მთავარი ღირებულებაც არამხოლოდ მუშა მდგომარეობა, არამედ პირველი მფლობელის პერსონაა – სპორტქარი თავის დროზე ცნობილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს ეკუთვნოდა. ასეთი Ferrari 360 Spider-ისთვის მფლობელი 110 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვს.
შავ ფერში შესრულებული კაბრიოლეტი სპორტსმენმა 2022-03 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ შეიძინა.
სპორტქარის გარბენი მხოლოდ 12 713 კილომეტრია, რაც მანქანას ძალიან მიმზიდველ ლოტად აქცევს, მეპატრონის ვინაობის გათვალისწინებით.