კომპანიამ Amalgam წარმოადგინა Ferrari Daytona SP3-ის მინიატიურული ძრავა. ბრიტანულმა მწარმოებელმა იდეალური ასლის ყველა დეტალი გაითვალისწინა და ბაზარზეც გამოიტანა. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ასეთი აგრეგატის მოდელი ჩვეულებრივი ავტომობილის ფასი ღირს.
სუპერქარი, რომელიც 840 ძალის, 6,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V12 აგრეგატითაა აღჭურვილი, ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ძრავა იქნება. ძრავა თავის მხრივ ინჟინერიის შედევრია, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ Amalgam-ის სპეციალისტებმა 1:4-თან მასშტაბით მინიატიურული ასლის შექმნა გადაწყვიტეს.