კომპანია Ferrari-მ ერთადერთი SP51 წარადგინა. სუპერქარი მოდელი 812 GTS-ის ბაზაზეა აწყობილი და სპეციალურად შემუშავებულ წითელ ფერშია – Rosso Passionale შეღებილი. როდსტერის სალონი ხელოვნური და ამასთან პრემიული მასალითაა დამზადებული. მანქანა ერთადერთ ეგზემპლარშია შექმნილი და ტაილანდელი კოლექციონერისთვისაა განკუთვნილი.
ორკარიანი Ferrari-ს დიზაინი ბუნებრივია, კოლექციონერის პირადი სურვილების მიხედვით შეარჩიეს. ფორმის ოპტიმიზაციისთვის კომპიუტერული სიმულაციები და სხვადასხვა ტესტები გამოიყენეს.
რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავს, ძრავას არ შეხებიან და მოდელს ატმოსფერული V12 6.5 აგრეგატი აქვს, რომელიც 800 ცხენის ძალას ავითარებს. სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.