LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ferrari-მ სუპერქარი Unica წარადგინა: ასეთი მსოფლიოში მხოლოდ ერთია

183
ferrari

Ferrari-მ სიახლე წარადგინა – სუპერქარი SP48 Unica, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარშია შექმნილი. ეს არის ორადგილიანი მოდელი, რომელზეც Ferrari-ს მთავარი დიზაინერები მუშაობდნენ. დაპროექტების ყველა ეტაპში იყო ჩართული ბრენდის ერთი ძველი კლიენტიც, რომლის შეკვეთითაც ააწყეს ეს ექსკლუზივი.

SP48 Unica-ს ძარა წითელ ფერშია შესრულებული, სალონი მუქი ნაცრისფრის ტონალობებშია. ექსტერიერის მთავარი სიახლე  – 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალებია. ამ ტექნოლოგიის დახმარებით დიზაინერებმა მართლაც იდეალური ინტერიერი შექმნეს.

Ferrari ახალი მოდელის ტექნიკურ დეტალებს არ აზუსტებს. სავარაუდოდ, SP48 წინამორბედის მსგავსად თვინ-ტურბო V8 ძრავს მიიღებდა და 720 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. სტანდარტულ F8 Tributo-ს 100კმ-მდე სიჩქარის განვითარება 2,9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები