2023 წლიდან იტალიური ბრენდი Ferrari გამძლეობის რბოლას FIA World Endurance Championship-ს დაუბრუნდება. იტალიელებს რბოლაში Le Mans Hypercar-ის კლასის მოდელი Ferrari 499P წარადგენს. ჰიპერქარმა ისტორიული ტრადიცია გააგრძელა და სახელად “P” ანუ ძრავის მუშაობის სიმძლავრის ციფრული ინდექსი მიიღო.
პროტოტიპი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის FIA-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მანქანამ ტურბო ძრავა V6 მიიღო და აგრეგატი 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. რეგლამენტის მოთხოვნების მიხედვით Ferrari 499P-ს სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა.