LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ferrari სარბოლო 488 GT3 Evo-ს ბაზაზე უნიკალურ სუპერქარს ააგებს

121
ferrari

Ferrari-მ წარმოადგინა უნიკალური სუპერქარი, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს. სიახლის დამზადებაზე დანაყოფი Ferrari Special Projects მუშაობდა, თანაც კერძო კლიენტის დაკვეთით, სპორტქარის მფლობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. სიახლეს KC23 უწოდეს და ის Ferrari 488 GT3 Evo-ს ბაზაზე აიგო, თუმცა მისთვის ორიგინალური ძარის პანელები და კარის მექანიზმები შეიქმნა.

ექსკლუზიურ Ferrari-ზე არც თუ ისე ბევრი დეტალია ცნობილი. ასეთი ავტომობილისთვის საერთო მოხმარების გზები დაკეტილია, ამასთან ძრავის შესახებ ზუსტი ინფორმაციაც არ არსებობს.

შეტანილი მოდიფიკაციების გამო მოდელს სარბოლო სერიაშიც არ შეუძლია მონაწილეობის მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები