სხვადასხვა კინო ფილმებში ავტომობილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ზოგიერთ მათგანში კი მთელი სიუჟეტი მანქანის გარშემო იკვრება. ამასთან, ყველა ავტომობილს როდი უწერია გადასაღები პროცესის უვნებლად გადატანა და ბევრი მათგანი სხვადასხვა ტრიუკებს გადაღებას ეწირება ხოლმე.
ასეა თუ ისე, შედარებით იღბლიანი ეგზემპლარებიც ხშირად ხვდებიან გადაღებების შემდეგ ჯართში. თუმცა, ზოგიერთი ოთხ საბურავიანი „ვარსკვლავი“ გადაღებებს წარმატებით ასრულებს, რესტავრაციას გადის და ხელიდან ხელშიც გადადის. სწორედ ასე ჩნდებიან აუქციონებზე სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ცნობილი ფილმების პერსონაჟები დადიოდნენ.




