იმისათვის რომ სამეფო ან საპრეზიდენტო ავტომობილი მიიღოთ, სულაც არ არის საჭირო თავად დაიბადოთ მონარქთა ოჯახში ან არჩევნებში გაიმარჯვოთ. საკმარისია ასი ათასობით დოლარი გქონდეთ და მზად იყოთ ეს თანხა მანქანას მოახმაროთ, რომელსაც წარსულში რომელიმე გავლენიანი პირი ფლობდა. სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ბოლოდროინდელ აუქციონთა ლოტებს შორის იყო – ბრიტანეთის მეფის ყველგანმავალი და ელექტრონული კროსოვერი, ამერიკის პრეზიდენტების ორი უნიკალური ლიმუზინი და სხვა.




