LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Gucci-მ ძაღლებისა და კატების კოლექცია გამოუშვა

112
gucci-cat

იტალიურმა მოდის სახლმა Gucci შინაური ცხოველების კოლექცია გამოუშვა. ახალი ხაზი ტანსაცმელს, საკვების ჯამებს, საყელურებს და სხვა აქსესუარებს აერთიანებს.

მაგალითად, ცხოველის საწოლი, სადაც მას დასვენება ან ძილი შეუძლია – 7500 დოლარი ღირს, ძაღლის ქურთუკის შეძენა 930 დოლარადაა შესაძლებელი, ხოლო რამდენიმე ჯამი და საფირმო ლოგოიანი ჩანთა (სამგზავრო) 4250 დოლარად შეფასდა.

თუმცა, არის უფრო ხელმისაწვდომი ნივთებიც, მაგალითად კომბინეზონი 250 დოლარად და 460 დოლარიანი ჩანთა, რომელიც ცხოველის მიერ დატოვებული ნაგვის მოსათავსებლადაა განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები