Honda-ს ყველაზე პატარა ელექტრომობილის – N-One e-ს დებიუტი შედგა. კომპანია წარმოადგენს სერიულ ვერსიას ელექტრული მოდელის, რომელიც დაფუძნებულია ბენზინის ძრავიან მოდელ N-One-ზე. ახალ ვერსიას გააჩნია ორიგინალური ექსტერიერი და ინტერიერი, რომელიც საწვავის ვერსიისგან განსხვავდება. მიუხედავად თავისი მინიატიურული ზომისა, ავტომობილი გარე ელექტრო მოწყობილობების დასამუხტადაც გამოდგება.
იაპონიაში გაყიდვები სექტემბერში დაიწყება, რის შემდეგაც N-One e ევროპაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს IAA Mobility 2025-ის ავტოსალონში.
N-One e – ელექტრომობილია, რომელსაც აქვს კუთხოვანი კორპუსი, მაღალი სახურავი და ორიგინალური მრგვალი ფარები, რომლებიც მდებარეობს წინა პანელის გვერდით. ამ პანელის ქვემოთ დამალულია დამუხტვის შესაერთებელი.
Honda-მ ამ ეტაპზე არ გაამხილა ბევრი ტექნიკური დეტალი, თუმცა ცნობილია, რომ ავტომობილის სიგრძე არ აღემატება მინი-ქარების მაქსიმალურ ზომას – 3400 მილიმეტრს.
Honda-მ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მახასიათებელი გაამხილა – სრულად დამუხტული ელემენტით მანქანა 270 კილომეტრს გადის. ელექტროძრავის სიმძლავრე სავარაუდოდ 64 ცხენის ძალას არ აღემატება, რაც ამ კლასისთვის სტანდარტულია.







