Hyundai-მ ელექტრონული Creta წარადგინა. ბევრი ავტომოყვარულისთვის საყვარელი Creta ერთი წლის წინ განახლდა, დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტრო ვერსია Creta Electric კი მხოლოდ წელს გამოჩნდა, მოდელმა კონკურენცია ელექტრონულ Suzuki-ს უნდა გაუწიოს. მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არც ისე ბევრია, თუმცა ცნობილია, რომ სიახლეს მხოლოდ ერთი ელექტრო ძრავა აქვს და რამდენიმე ელემენტიც კომპლექტში, ჯამში აგრეგატი 473 ცხენის ძალას ავითარებს.
ელექტრონული Hyundai Creta-ს ამოცნობა ბამპერითა და რადიატორის ბადით შეიძლება. გამორჩეულია საბურავის დისკებიც, რომელთა ზომაც 17 დუიმს აღწევს.
სალონი ბენზინის კროსოვერის ვიზუალს იმეორებს, საჭე Hyundai Kona-განაა ნასესხები, ხოლო მოწყობილობათა პანელის გრაფიკა კი სპეციალურად „მწვანე“ კრეტასთვისაა შექმნილი. კომპლექტაცია 4 იქნება, თუმცა დეტალები ამ შემთხვევაშიც არ ზუსტდება.




