ფორმულა-1-ის ავტო სახლი ნახევარ მილიონ ევროდ იყიდება. სწორედ ამდენს ითხოვს გამყიდველი მოძრავი სახლისთვის Force India F1, რომელსაც მრბოლელები 2018 წლის სეზონზე იყენებდნენ. სრულად აღჭურვილი ავტო სახლი, საძინებლებით, საშხაპეებით, ოფისით, საერთო მისაღებით და მასაჟის მაგიდებით, ამჟამად გერმანიაშია გაჩერებული და მის სხვა ადგილას გადასაყვანად რამდენიმე სატვირთო იქნება საჭირო.
როგორც ცნობილია, ავტო სახლი თავიდან 4,8 მილიონი დოლარი ღირდა და იქ 2018 წლის სეზონზე Force India F1-ის გუნდი ცხოვრობდა. სახლი 2 სართულიანია, მეორე სართულზე მისაღები და პანორამული ფანჯრებია განთავსებული, იქვეა აივანიც.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო ფასში ავეჯის ღირებულებაცაა გათვალისწინებული.



