სულ რაღაც 10 წლის წინ ელექტრომობილების კომპანიებს თუ ახსენებდნენ, თავში ყველას ერთი და იგივე სახელი – Tesla მოუვიდოდა, თუმცა მის ავტომობილებს ხელმისაწვდომს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლო წლებში ეს სფერო განვითარების ახალ დონეზე ავიდა, რამაც ელექტროქარების თვითღირებულების შემცირებას შეუწყო ხელი და მყიდველისთვის საბოლოო ფასზეც იქონია გავლენა.
ახლა ფირმები სხვადასხვა ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს ქმნიან. ამ გალერეაში წარმოდგენილია არც თუ ისე ძვირადღირებული სიახლეები „ელემენტებზე“ ბრენდებისგან ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ვიეტნამიდან.





