მწარმოებლები წარმატებით თამაშობენ პოტენციური კლიენტების ნოსტალგიურ გრძნობებზე, როცა ახალ მანქანებს კლასიკურ სტილში უშვებენ. ახალი მოდელები კარგად ნაცნობ ვიზუალს და ნაცნობ სახელებს იღებენ, მაშინაც კი როცა ტექნიკური გაგებით საკულტო წინამორბედებთან საერთო არაფერი აქვთ.
მაგალითად, ძალიან ხშირად რარიტეტებს ჰბაძავენ უახლესი ელექტროქარები და ჰიბრიდები. ამასთან, საუბარი არამხოლოდ თამამ კონცეპტ-ქარებზე, არამედ სერიულ მანქანებზეცაა. ჩვენს გალერეაში რამდენიმე ბოლოდროინდელი პრემიერა მოხვდა. ეს არის ყველგანმავალი და პიკაპი, რომელიც ამერიკულმა ბრენდმა გააცოცხლა, ასევე კვადროციკლი, კუპე, ჰეტჩბეკი და კროსოვერი საფრანგეთიდან.