LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mazda CX-5-მა თაობა შეიცვალა

287
Mazda CX-5-მა თაობა შეიცვალა

Mazda CX-5 მესამე თაობაში გადავიდა. იაპონურმა ბრენდმა  თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის განახლებული ვერსია ევროპაში წარადგინა. 13 წლის განმავლობაში, რაც CX-5 გამოვიდა ბაზარზე, მთელ მსოფლიოში 4.5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

ახალი თაობის CX-5 ზომებში გაიზარდა და  სრულიად ახალი ინტერიერი მიიღო, თუმცა გარეგნული ცვლილებები საკმაოდ მოკრძალებული აღმოჩნდა. იგივეს თქმა შეიძლება ტექნიკურ მხარეზეც.. მთავარი სიახლეები სამომავლოდ გადაიდო, კონკრეტულად კი, კროსოვერს დაუმატებენ ჰიბრიდულ სისტემას ბენზინის ძრავით Skyactiv-Z, თუმცა ეს მხოლოდ 2027 წელს მოხდება.

ახალი თაობის CX-5-მა  შემდეგი განზომილებები მიიღო:

სიგრძე  115 მმ-ით გაიზარდა და 4690 მმ-ს შეადგენს.

სიგანე — 1860 მმ (+15 მმ);

სიმაღლე — 1695 მმ (+20 მმ);

საბურავთა ბაზა — 2815 მმ;

ბორბლები — 17-დან 19 დიუმამდე;

შიდა სივრცე და დიზაინი

გაფართოებული კროსოვერი ბევრად უფრო საინტერესო ინტერიერს გვთავაზობს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა უკანა სავარძლებზე სივრცის მატება — მგზავრებს უფრო მეტი ადგილი ექნებათ ფეხებისთვის.

ინტერიერის დიზაინი უფრო მინიმალისტური გახდა. Mazda ჯერ არ დაბრუნებია ფიზიკურ ღილაკებს, ამიტომ თითქმის მთლიანად სენსორულ მართვაზეა.

გარდა ამისა, CX-5 აღჭურვილია უფრო კომფორტული სავარძლებით, რაც აუმჯობესებს მგზავრობის ხარისხს როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები