ტოტალური ელექტროფიკაცია გარდაუვალია, ამიტომ Mercedes-Benz ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებლები სულ ახალ და ახალ ელექტროქარებს უშვებს. სერიულ ხაზში უკვე არის – EQC, EQS და EQE, ცოტა ხნის წინ კი გერმანელებმა ახალი კონცეპტი Vision EQXX-იც წარადგინეს.
EQXX – ეს არის ბრენდის მიღწევა, რომელიც Daimler-ის უახლესი სისტემების დემონსტრირებისთვის შეიქმნება.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანიამ არაერთი „მწვანე“ პროტოტიპი წარადგინა: ერთი მათგანი სულ მალე სერიულ მოდელად გადაიქცევა, ხოლო დანარჩენები კონვეიერამდე ვერასდროს მიაღწევენ. რატომ? თავად ნახეთ.