Mercedes W196 მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბოლიდია: ფასი ნამდვილად შთამბეჭდავია. RM Sothebey’s აუქციონზე მეპატრონე გამოიცვალა ისტორიულმა ავტომობილმა, რომელიც გრან-პრი ფორმულა-1-ის გამარჯვებულია. საუბარია Mercedes-Benz W196 R ვარიაცია Stromlinienwagen-ზე, დახურული საბურავებით.
თითქმის 60 წლის განმავლობაში ბოლიდი ინდიანაპოლისის ავტოდრომის მუზეუმში ინახებოდა, თუმცა რელიკვიასთან გამომშვიდობება გადაწყვიტეს, რათა ამერიკულ სარბოლო მემკვიდრეობაზე ორიენტირდნენ.
ბოლიდს, სერიული ნომრით 00009/54 ძალიან საინტერესო ბედი აქვს. ის თავიდან 1954 წელს ღია საბურავებით იყო აგებული. მოგვიანებით Mercedes-Benz-მა დახურულ საბურავებიანი ბაზა დაამატა და ასეთ მდგომარეობაში ბოლიდმა 1955 წლის იტალიის გრან-პრიში მიიღო მონაწილეობა.
1965 წელს Mercedes-მა ბოლიდი მუზეუმს გადასცა. ამჟამად კი მოდელი აუქციონზე გაიყიდა და ფასი 51 155 000 ევროა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 00009/54 მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბოლიდია.
![00eb4c387e8b3a80c9b533bb2cbe5b5c](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-42_209161.jpg)
![2f0dc1ec4060218d038bf0e2e027a504](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-43_435741.jpg)
![23f6986843ed267f43ff52673c5b349f](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-44_477645.jpg)
![39a3376d0560eed80af1b0a1352a1fbd](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-45_565655.jpg)
![b6fe4f2c1be88ed91c430e9ef8fdefa4](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-46_451265.jpg)
![c35c91b1ef64922fba819da23d835d81](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-47_571480.jpg)
![dd49faa737f621d58b916c27fb5a0081](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-48_480177.jpg)
![e1f90e2a19e41b8f0848186c47d68ba9](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-07_13-33-49_435845.jpg)