LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz და BMW „დამეგობრდნენ“და საერთო გეგმებზე ალაპარაკდნენ

116
1986375

Mercedes-Benz-მა და BMW-მ საერთო წარმოების დაწყება დააანონსეს. მხარეებმა დააზუსტეს, რომ ისინი ელექტროქარების დასამუხტი სადგურების საერთო ქსელს შექმნიან, რათა ჩინეთში არსებული დიდი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ორივე ავტო გიგანტი 50-50%-იან აქციათა ნაკრებს მიიღებს. სხვა ფინანსური დეტალები ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება, რადგან პროექტი ჯერ ჩინეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა უნდა დაამტკიცოს.

ორი მწარმოებლის გეგმა 2026 წლისთვის მინიმუმ 1000 დასამუხტი სადგურის და 7000 დასამუხტი წერტილის მოწყობაა. ტერმინალების შესახებ ტექნიკური დეტალები არ ზუსტდება, უბრალოდ ისაა ცნობილი რომ ახალ სადგურებზე დამუხტვას ყველა ბრენდის ელექტრომობილები და ჰიბრიდები შეძლებენ, ხოლო Mercedes-ისა და BMW-ს მეპატრონეები ექსკლუზიურ სერვისს მიიღებენ, მაგალითად ისეთს როგორიცაა დენცქვიტას ონლაინ დაჯავშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები