აუქციონზე გამოიტანეს უნიკალური იახტა, რომელიც BMW-ს მიერაა შექმნილი. ფუტურისტული ხომალდი, რომელიც გასულ წელსაა აგებული, ონლაინ SBX Cars-ის პლატფორმაზე გაიყიდება. უჩვეულო იახტა ერთადერთ ეგზემპლარში არსებობს. მიუხედავად უნიკალური ვიზუალისა, ელექტრონული ხომალდი სრულად ფუნქციონალურია და ექსპლუატაციისთვის მზადაა.
ხომალდი საკმაოდ მოცულობითია და ბორტი რამდენიმე დასასვენებელ ზონას აერთიანებს. მართვის პუნქტი 32 დიუმიან დისპლეის და ინტერფეისს მოიცავს, რომელიც BMW Operating System 8-ით იმართება. ხომალდის ფუნქციების მართვა ხმოვანი ასისტენტების დახმარებითაა შესაძლებელი.