LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, ულტრა მდიდრული Mercedes-Maybach ბეწვითა და ოქროთი

95
mercedess

კომპანია Mercedes-Benz-მა წარმოადგინა ყველაზე მდიდრული ავტომობილი, Mercedes-Maybach-ის სედანი. სიახლეს „მაღალი მოდა“ ანუ Haute Voiture უწოდეს, რამეთუ მის შექმნაში დიზაინერთა მთელი გუნდი იყო ჩართული. სედანმა ძარის განსაკუთრებული გაფორმება და ფეშენებელური სალონი მიიღო, სადაც ყველაფერი ბეწვითა და ვარდისფერი ოქროთია გაფორმებული.

რაც შეეხება Haute Voiture-ს ტექნიკურ შიგთავსს, კომპანია ამის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს. სავარაუდოდ, მოდელს 6 ლიტრის მოცულობის, ბიტურბო V12 ძრავა ექნება, ანუ ისეთივე სიმძლავრის იქნება როგორც სპეც-ვერსია Project MAybach.

ლიმიტირებული სედანის გაყიდვები 2023 წლიდან დაიწყება და ზუსტი ღირებულებაც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები