LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes-Benz ყველაზე მდიდრული Maybach-ის შეკვეთებს იღებს

124
MB

Mercedes-Benz-მა ყველაზე მდიდრული Maybach-ის შეკვეთების მიღება დაიწყო. ლიმუზინი Mercedes-Maybach S-Class Haute Voiture-ის დებიუტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შედგა. სიახლე S 680 4Matic-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს, თუმცა მისგან ექსტერიერისა და ინტერიერის გაფორმებით გამოირჩევა. სალონისთვის ტყავი გამოიყენეს, ხოლო იატაკი და ჭერი ბეწვეულით გაფორმდა.

მოდელი 6,0 ლიტრის ბიტურბო ძრავა V12-ითაა დაკომპლექტებული და აგრეგატს 630 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

სიახლის მთავარ აუდიტორიას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები წარმოადგენს, თუმცა სპეც-ვერსიას აშშ-შიც ჩაიტანენ. ფასებს 2023 წლის პირველ ნაწილში დაასახელებენ. ჩვეულებრივი Mercedes-Maybach S 680 4Matic თუ 229 ათასი დოლარი ღირს, სპეც-ვერსიის ღირებულებაზე საუბარიც რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები