LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ი ახალ ბიზნესს იწყებს – კომპანია მდიდრულ სუპერიახტას ააშენებს – ფოტო

140
ქირიას NEWS შაბლონი (1)


Mercedes-Maybach-ი ავტომობილების ფარგლებს სცდება და საზღვაო ტურიზმში შედის. ბრენდმა გერმანულ გემთმშენებელ კომპანია Lloyd Werft-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებში 155 მეტრიანი სუპერიახტის Beyond Horizons-ის მშენებლობა დაიწყება. პროექტის დასრულება და იახტის წყალში ჩაშვება 2030 წლისთვის იგეგმება.

ახალი სუპერიახტა 30 მდიდრულ კაიუტას მოიცავს და ერთდროულად 72 სტუმრის მიღებას შეძლებს. თითოეული აპარტამენტის ფართობი 74 კვადრატული მეტრი იქნება, ინდივიდუალური აივნითა და ზღვის ხედით. იახტაზე ასევე განთავსდება სპა-ცენტრები, საცურაო აუზები, მაღალი კლასის რესტორნები, საკონცერტო დარბაზები და ხელოვნების გალერეები.

გემის საინჟინრო ნაწილზე Lloyd Werft-ი იმუშავებს, ხოლო ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინს Mercedes-Maybach-ი შექმნის. დიზაინში გამოყენებული იქნება ისეთივე პრემიუმ მასალები და ტექნოლოგიები, რომლებიც Maybach-ის ავტომობილების სალონებში გვხვდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება დამხმარე გემიც, რომელიც იახტის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, მარაგებისა და აღჭურვილობის, მათ შორის კატერებისა და ვერტმფრენის, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

Beyond Horizons-ი კერძო საკუთრებაში არ გაიყიდება. იახტით სარგებლობას მხოლოდ დახურული კლუბის – Maybach Ocean Club-ის წევრები შეძლებენ, თანაც წელიწადში მაქსიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში.

ამით Mercedes-Maybach-ი პრემიუმ ბრენდებს შორის იმ კომპანიების რიგს უერთდება, რომლებიც ფუფუნებით მოგზაურობის სეგმენტშიც ცდილობენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები