LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1373
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გახდეს თავის ტკივილის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ და გაიზომეთ არტერიული წნევა, აუცილებლობისას გამოიყენეთ მედიკამენტების პროფილაქტიკა ან ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა ორგანიზმი წესრიგში მოიყვანოთ.

დღის რეკომენდაციები – დღის განმავლობაში არ აყვეთ ცდუნებებსა და მავნე ჩვევებს, რომელთა ალბათობაც საკმაოდ მაღალია. აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რადგან დღეს მოტყუების რისკიც იმატებს. ახალ საქმესთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია უფრო გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებთან. კარგი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად ან მის წარსადგენად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვისთვის. შესაძლებელია დღეს მოხდეს უთანხმოება მშობლებთან, ამიტომ ამ მხრივ გამოიჩინეთ ყურადღება. არ არის სასურველი მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ეცადეთ, სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ და ნუ იქნებით ზედმეტად მერყევი.

დღე სასიკეთოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, დიზაინისა და არქიტექტურისთვის. ხელსაყრელია დღეს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შეძენა. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი უსიამოვნო ხასიათის სიზმრები შემდგომში ახდება.

ჯანმრთელობა – ამ კუთხით სუსტდება თირკმელები, კანის არე, ყელი და ენდოკრინული სისტემა – აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილების, თვალებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. ნუ მიიღებთ ბევრ სითხეს. საკვებ რაციონში შეიტანეთ თევზეული, ბოსტნეულის სალათები სელის ან ზეითუნის ზეთით, რაც ფრიად გაზრდის იმუნიტეტს. მოერიდეთ დღის განმავლობაში ალერგიის გამომწვევი პროდუქტებისა და მარილიანი კერძების მიღებას.

ფერები და მინერალები – წარმატებისა და სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ციტრინი. თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი მაქსიმალურად გააძლიერებს ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ნარინჯისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში).

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიური და პერსპექტიულია ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი კუროს, კირჩხიბისა და ქალწულისთვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები