LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3370
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც, შესაძლოა წნევის უეცარმა ცვალებადობამ გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

დღის რეკომენდაციები – დღეს სასიკეთოა უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. არსებული პრობლემები გადაწყვიტეთ დიპლომატიურად, მშვიდობიანი გზითა და კომპრომისების მიღწევით. გამოავლინეთ მეტი გულმოწყალება; მოერიდეთ სხვებით მანიპულირებასა და სხვისი სუსტი წერტილების გამოყენებას, რაც შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტებში გადაიზარდოს. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ. პერიოდი ხელს უწყობს კოსმეტიკურ პროცედურებს, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯისა და მუსიკალური აპარატურის შეძენას. კარგი დღეა დიზაინისა და არქიტექტურისთვის, სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. სასიკეთოა საიუბილეო საღამოების ორგანიზება, ექიმებთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სასიამოვნო ხასიათის სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თირკმელები, ყელი და ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, დღეს შედეგიანია კბილების, სისხლძარღვოვანი სისტემისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. მოერიდეთ მარილიანი საკვების, თხილის, თაფლის, ალერგიული პროდუქტებისა და ზედმეტი სითხის მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ჟადეიტი, ლაზურიტი, ციტრინი და საფირონი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, მწვანე, ბეჟ და ვერცხლისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურია ვერძის, ტყუპებისა და სასწორის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია პერიოდი მორიელის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები