პარიზში, ნაპოლეონ ბონაპარტის ხმალი რეკორდულ თანხად გაიყიდა. აუქციონის სახლის Giquello-ს ინფორმაციით, უცნობმა კოლექციონერმა არტეფაქტში 4,7 მილიონი ევრო გადაიხადა. საინტერესოა, რომ ლოტის თავდაპირველი ფსონი მილიონ ევროს არ აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ ხმალი ვარდისფერი ოქროსგანაა დამზადებული, ტარზე კი მითოლოგიური პერსონაჟების გამოსახულებებია დატანილი.
იარაღი საფრანგეთის იმპერატორს 1803 წლიდან ჰქონდა და მას ფაქტობრივად მმართველობის ბოლომდე ინახავდა. შემდეგ ის იმპერიის უკანასკნელ მარშალს – ემანუელ დე გრუშის გადასცა. ლოტი ამ დრომდე გრუშის შთამომავლებთან ინახებოდა.
ხმლის მისაღებად აუქციონზე რამდენიმე კოლექციონერი იბრძოდა და საბოლოო ფასმაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.


