Opel-მა თავისი ყველაზე დინამიკური ელექტრომობილი – Mokka GSE წარადგინა. ეს მოდელი ეკუთვნის 2022 წელს აღდგენილ სპორტულ სუბ-ბრენდს GSE, რომელიც Opel-ის მფლობელი Stellantis-ის ნაწილია.
ახალი მოდელი იყენებს იმავე ტექნოლოგიას, რასაც Abarth 600e, მაგრამ მეტი სპორტული ელემენტები აქვს ექსტერიერში და დინამიკაც უფრო დამაჯერებელია: 0-100 კმ/სთ-ში აჩქარება მხოლოდ 5.9 წამში, რაც მას უფრო სწრაფ მოდელად აქცევს, ვიდრე ივნისში წარმოდგენილი Grandland-ია.
Mokka GSE-ს 280 ცხენის ძალიან ერთ ძრავიანი ელექტრო ძრავა ამუშავებს – ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული Mokka-ს სიმძლავრე. მაქსიმალური სიჩქარე სპორტულ რეჟიმში 200 კმ/სთ-ს აღწევს. მანქანის წონა კი 1600 კილოგრამია.
ენერგიას ის იღებს ჩვეულებრივი Mokka Electric-ისგან ნაცნობი 54 კილოვატ საათიანი ლითიუმ-იონური ელემენტისგან, თუმცა ერთი დამუხტვით სვლის მარაგი ნაკლები აქვს – უფრო ძლიერი ძრავის გამო. შედარებისთვის, სტანდარტული Mokka Electric ერთი დამუხტვით 406 კმ-ს გადის.
Opel Mokka GSE-ის გაყიდვები ევროპაში 2025 წლის ბოლოს დაიწყება.




