LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პატარა სოფლის მოსახლეობა გადარჩენისთვის გაშიშვლდა

150
photo_417359

ესპანეთში, ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, მისი გადარჩენის მიზნით, საახალწლო კალენდრისთვის გაშიშვლდა.

პატარა სოფლიკუნა პენია საფრა დე აბახო (მურსიას რეგიონი), სადაც მხოლოდ 16 ადამიანი ბინადრობს, საარსებოდ ფულის შოვნის უჩვეულო მეთოდით გამოირჩა. იქაურებმა საახალწლო ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა, მეტიც, შიშვლად გადაიღეს. ეს ფოტოები საახალწლო კალენდრისთვის გამოიყენეს. გაყიდვებიდან შემოსულ თანხას სოფლის აღორძინებას მოახმარნენ.

გადაღების მსურველი ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ფოტოსესიამ მთელი სამი დღე დაიკავა. ადგილობრივები აღბეჭდეს პეიზაჟების ფონზე, არის სოფლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტებიც.

კალენდრის ვარსკვლავი გახდა 100 წლის მოსახლე. მას პერანგი არ აცვია და იღიმის, ხოლო ხელში ღვინო უჭირავს. როგორც თქვეს, სწორედ ის გამოეხმაურა მსგავს წინადადებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები