LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche-ს ყინულის წვეულება

105
Porsche-ს ყინულის წვეულება

„ეს ნამდვილი გუდვუდია ყინულზე!“ – ასეთი კომპლიმენტებით შეამკეს ყინულის რბოლა F.A.T. Ice Race ვიზიტორებმა. შეჯიბრი 1-ელ თებერვალს ავსტრალიის სათხილამურო კურორტზე გაიმართა.

თუმცა, სიმართლე ითქვას, ეს ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა. სიჩქარის ყველაზე ცნობილ ფესტივალთან შედარებით „პორშეს“ წვეულებაზე ბევრად მოკრძალებული მასშტაბები იყო და წარმოდგენილი ტექნიკაც ვერ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. თუმცა, ნამდვილად იყო ადგილობრივი განუმეორებელი ვაიბი, რაც მოდუნებულ საკურორტო ატმოსფეროს სხვადასხვა ეპოქის უნიკალურ ავტომობილებთან, ავტო სპორტის ვარსკვლავებთან და ტუნერების საინტერესო ქმნილებებთან აერთიანებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები