LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Rolls-Royce-მა უნიკალური Spectre, კლიენტის საყვარელი ძაღლის პატივსაცემად შექმნა

107
a247de4abf64e563d633e55beb926f66

Rolls-Royce-მა წარმოადგინა განსაკუთრებული Spectre, რომელიც ძაღლისადმი სიყვარულით არის შთაგონებულია. ბრიტანულმა ბრენდმა ერთგული კლიენტისთვის დაამზადა ექსკლუზიური ელექტრო კუპე, რომელიც მის საყვარელ ძაღლს — ბეილის ეძღვნება. ამ ავტომობილს არა მხოლოდ საკუთარი სახელი აქვს, არამედ უნიკალური დიზაინი, სადაც ყოველი დეტალი მისი მფლობელის და შინაური ცხოველის ერთგულების ისტორიას ასახავს.

ავტომობილი შეღებილია კრემისფერ ტონალობაში.

მთავარი გმირი – ბეილი ლაბრადორისა და ოქროს რეტრივერის ნაჯვარია. ავტომობილის ფერის შთაგონებად დიზაინერებმა ძაღლის ყურების შეფერილობა აიღეს.

თუმცა მთავარი სიურპრიზი სალონში იმალება. ბეილის რეალისტური პორტრეტის შესაქმნელად, რომელიც ინტერიერის ცენტრალური ელემენტია, ოსტატებს ოთხ თვეზე მეტი დრო დასჭირდათ. კიდევ ერთი თათის ანაბეჭდი, რომელიც ძვირფასი ხის მასალით არის შესრულებული, განთავსებულია წინა პანელზე. უკანა სავარძლებს შორის კი განთავსებულია ნამდვილი ხელოვნების ნიმუში — ხის მოზაიკა, რომელიც თავად ძაღლს გამოსახავს.

ეს პროექტი არა მხოლოდ ემოციური ჟესტია, არამედ ნათელი მაგალითია იმისა, რომ Rolls-Royce-ის Bespoke განყოფილება კლიენტებს ინდივიდუალური შეკვეთებისთვის ნამდვილად უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები