LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Skoda Vision O – ახალი სრულად ელექტრული Octavia

105
Skoda Vision O - ახალი სრულად ელექტრული Octavia

Skoda-მ დააანონსა ახალი თაობის Octavia-ს წინამორბედი მოდელი – კონცეპტუალური ელექტრომობილი Skoda Vision O, რომელიც მომავალში სრულად ელექტრულ Octavia-დ გარდაიქმნება.

როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ თიზერში ჩანს, Vision O წარმოადგენს უნივერსალის ტიპის ავტომობილს, საკმაოდ დახვეწილი სილუეტით. დიზაინით ის შთაგონებულია როგორც ისტორიული მოდელით L&K 110, ასევე 1960 წლის Octavia Combi-ით, რომელიც ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო.

Vision O-ის სახელწოდება ასახავს „წრიული დიზაინის კონცეფციას“ – ანუ ისეთი მიდგომისკენ სწრაფვას, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება განახლებად მასალებზე, არსებული კომპონენტების ხელახალ გამოყენებაზე და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე.

Skoda-ს განცხადებით, მოდელში შერწყმული იქნება ფუნქციონალობა და მომხმარებლის კომფორტი, რაც მთავარია – სრულად ელექტრული ძრავით.

Skoda Vision O-ს პრემიერა 2025 წლის სექტემბერისთვის, მიუნხენის ავტოსალონზეა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები