LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სრულიად ახალი Toyota Camry: ევროპული ბაზრისთვის გათვლილი ვერსია

183
toyota-camry

ასე გამოიყურება აბსოლუტურად ახალი Toyota Camry-ის ევროპული ვერსია. იაპონურმა მწარმოებელმა ევროპული სპეციფიკაციის ბიზნეს-სედანის შესახებ მთელი ინფორმაცია გაამხილა. ყველაფერი სიურპრიზების გარეშე დალაგდა, ოკეანის ორივე მხარეს Camry ერთნაირი ვიზუალით გაიყიდება, ამასთან ევროპელები სპორტული პაკეტის არჩევას საერთოდ ვერ შეძლებენ. აგრეგატი უალტერნატივოა: Toyota აქცენტს ჰიბრიდულ 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავაზე აკეთებს.

ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ევროპაში Toyota-მ იგივე მანქანა წარადგინა რომელიც აშშ-შია და სხვაობა მხოლოდ შტრიხებშია.

Toyota Camry ძალიან ხელმისაწვდომი ვერ იქნება: წინა თაობის მოდელის ფასი ესპანეთში 44 ათასი ევროდან იწყება და სიახლე უფრო ბიუჯეტური ნამდვილად ვერ გამოვიდოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები