აპრილის პირველ უქმეებზე გერმანიამ რეტრო-გამოფენას Techno Classica Essen-ს უმასპინძლა. ეს გამოფენა ევროპაში ყველაზე დიდია: ექსპო ცენტრის 8 დარბაზში და ქუჩის მოედნებზე – 2700-მდე ვინტაჟური მანქანა გამოიტანეს.
ეს არის უდიდესი გამოფენა, სადაც თითქმის ყველა ავტომობილს ამშვენებს წარწერა – „იყიდება“. ასე რომ რეტრო მანქანების ნებისმიერ ენთუზიასტს შეეძლო, რომ თავისი ჯიბის შესაბამისად სასურველი მანქანა ეყიდა. ლოტებს შორის იყო ასევე ძველი „ოპელის“ სარკე 50 ევროდ თუ იდეალურად შეკეთებული „ასტონ მარტინი“ მილიონ დოლარად.
ასეთი მასშტაბების პირობებში მოიცვა ყველა სტენდი თითქმის შეუძლებელია, თუმცა ავტო ჟურნალისტებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელები ერთ რეპორტაჟში გააერთიანეს.







