ზედმეტი მოკრძალების გარეშე: Toyota-მ Camry-ს დიდებული ვერსია წარადგინა. სიახლე, რომელსაც Camry Glorious Edition დაარქვეს, ჩინეთის ბაზარზე გამოვა. სხვა ვერსიებისგან სიახლე ექსკლუზიური ნაცრისფერი ძარით, სპორტული დეტალებით, უკანა დიფუზორითა და სპოილერითაა გამორჩეული.
სალონის გაფორმებისას გამოიყენეს ხავერდი და ნატურალური ტყავი, ხოლო ღილაკი Boss Key წინა სავარძლებს ისე წევს, რომ უკან მსხდომი მგზავრებისთვის მეტი სივრცე გამოიყოფა.
Сamry Glorious Edition ჩინეთში 202,8 ათას იუანად შეფასდა.