ბევრი ჩვენგანი ოცნებობს მანქანების კოლექციაზე, თუმცა ასეთი სურვილების რეალიზება ყველას როდის შეუძლია. ამასთან, შეძლებული ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ფინანსების გაღება ძალუძთ, მანქანებს ყოველთვის ისე როდი ეპყრობიან როგორც სამუზეუმო ექსპონატებს: ზოგ შემთხვევაში ყველაზე ძვირადღირებული და უნიკალური მოდელებიც კი ათობით წელი ღია ცის ქვეშ ან ძველ ფარეხებშია მიტოვებული.
თუმცა, ზოგიერთ ეგზემპლარს სხვებზე მეტად უმართლებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებამ ერთდროულად რამდენიმე ასეთი საინტერესო კოლექციის შესახებ გაიგო.