ბრიტანული სპორტქარების შესახებ როცა ვწერდით, ისინი უძირო სკივრს შევადარეთ. თუკი აშშ-დან სწრაფ მანქანებზე ვისაუბრებთ მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა. ზედაპირზეა Chevrolet Corvette და Camaro, Ford Mustang და Dodge Challenger ყველა შესაძლო ვარიაციაში, მძლავრი ყველგანმავალი ისეთი როგორიცაა მაგალითად, Ford Bronco Raptor და პიკაპი Ford F-150 Raptor R და Ram TRX.
შემდეგ იარუსზე განთავსდა ყველანაირი ეგზოტიკა, ისეთი როგორიცაა Hennessey Venom F5 და SSC Tuatara.
და ბოლოს, სკივრში საპატიო ადგილი უკავია უცხო თვალისთვის დაფარულ უნიკალურ მცირე სერიიან ავტომობილებს. სწორედ მათ შეთვალიერებას შეძლებთ ჩვენს გალერეაში.