LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Volvo XC70 – ახლა ეს ჰიბრიდული კროსოვერია

105
Volvo XC70 - ახლა ეს ჰიბრიდული კროსოვერია

Volvo XC70-ის დებიუტი ჩინეთში შედგება: 462 ცხენის ძალა და მაქსიმუმ 1200 კილომეტრი სავალი მანძილი. სიახლე არის კროსოვერი, რომელიც უახლეს SMA (Super Hybrid Architecture) პლატფორმაზეა აგებული, ჰიბრიდული დასამუხტი სისტემით. ყველაზე ძლიერი დანადგარი 462 ცხენის ძალას უზრუნველყოფს, ხოლო სავალი მანძილი მხოლოდ ელექტროძრავით 200 კილომეტრს აღწევს. ფასები ჩინეთში შედარებით მაღალია — 299 900 იენი, თუმცა XC70 ჩინეთისთვის ექსკლუზიური არ იქნება.

Volvo აღნიშნავს, რომ ახალი XC70 შექმნილია ოჯახებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან „კომფორტული და მშვიდი ცხოვრების წესისკენ“. კროსოვერის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე შეადგენს 4815 x 1890 x 1650 მილიმეტრს, თვლების ბაზა — 2895 მმ. საბარგულში 408–1456 ლიტრი ტვირთი თავსდება.

საბაზისო XC70 აღჭურვილია 318 ცხენის ძალის დანადგარით, რომელიც 0–100 კმ/სთ სიჩქარეს 8 წამში ავითარებს. 21,2 კილოვატ-საათიანი ელემენტი უზრუნველყოფს 116 კილომეტრს მხოლოდ ელექტროძრავით. ძლიერი ვერსია — ჰიბრიდი 462 ცხენის ძალით, 0–100 კმ/სთ-ს აღწევს 5,3 წამში, ელემენტის მოცულობა — 39,6 კილოვატ-საათია. ასეთ ვერსიაზე ელექტრო რეჟიმში მანძილი  200 კმ-ს აღწევს, ხოლო სრული სავალი მანძილი — 1200 კმ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები